ვ.მ

Thursday, February 9, 2017

ნახე ეს სილურჯე?



მე მის ფეხებს შორის ამოსულ მზეზე ვითბობ თითებს ბოლო გულის შემდეგ დგები და მიდიხარ მეძავთან შარდიანი ქალაქის გავლით კედელზე წარწერით "ჩვენთან არს ღმერთი" მეძავის მრავალფეროვან სუნში შენც უბრალო კაცი ხარ რომელსაც სუნი აღარ გააჩნია მეორე გათავების შემდეგ ჩაფიქრებული გამოდიხარ ბინიდან და მიდიხარ ტაძრისკენ სადაც მღვდელი კვლავ იმას გეტყვის რომ "აწამე სატრფო შენი" ხალხში მასტურბაციის აურა დგას და ჯიხვის რქებზე ჩათავებული მანდილოსნების წყება შენ და შენი გოგო ცალ-ცალკე ეწევით ცალ-ცალკე სვამთ ცალ-ცალკე წევხართ და ცალ-ცალკე ჟიმაობთ მას არ უნდა აქედან წასვლა ის უბრალოდ ნერვებს გიშლის რადგან შენ მას ამწარებ მხოლოდ მე თუ ვიფიქრებ ასეთ წყვილზე რომ ერთმანეთი სძულთ შენ კვლავ გაიღვიძებ კვლავ დალევ ყავას და იფიქრებ დამხრჩვალ ფოთლებზე შენ ადამიანის ნაგებობა ხარ საიდანაც მოსახლეობა გამოასახლეს და სადაც ლოთებს ძინავთ შენ ჩოქვით შემოიარე ყვავილების ქვეყანა მაგრამ არცერთხელ გიკოცნია მისთვის შენ ბიბლია აჩუქე დაბადების დღეზე მას — იქნებ "კამასუტრა" ჯობდა როცა ქუჩას მიყვები თვალებს ხუჭავ და ხელებს შლი როგორც შლიან ყვავილები ფოთლებს გათენებისას და თავად შენ ხარ ფიქრი სიმხდალის სანამ შენ მეძავი გეცეკვება და სვამ შენს გოგოს ლამაზად შეღებილი ბიჭები ათავებენ მკერდზე მე კი მის ფეხებს შორის ამოსულ მზეზე ვითბობ თითებს.


  • შოთა ადამია


წარწერა: ნახე ეს სილურჯე?

No comments:

Post a Comment