ტაძრებზე
რომელთაც მილიონობით ლარს ურიცხავს როცა ყოველ ზამთარს ყინვის გამო რამოდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ქვეყანაში
იგი ზრუნავს მამაოების მდიდრულ ცხოვრებაზე და მათ ცხოვრებას დღითიდღე უფრო მდიდრულს ხდის როცა ხუთი წლის ბავშვები გარეთ ხატებს ყიდიან სიცივისგან გამხმარი ხელებით...
ამბობს: წმ. იოანე ოქროპირი.
"თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ!"
ისინი მოგვიწოდებენ მოთმინებისკენ...
მაშინ როცა მამაოები გაკრიალებული ჯიპებით გვივლიან გვერდს მშიერ მეეზოვეებსა თუ დიპლომიან ტაქსისტებს
უიღბლო ფილოსოფოსებს თუ უმუშევარ ფიზიკოსებს და ასე შემდეგ!
ისინი წირვაზე მუდამ ქადაგებენ სიკეთისა და შეწყალების ტონით
როცა თვითონ ვერ ხვდებიან თავიანთ უღმერთოებას
ნუთუ ცოდვა არ არის შენ თვით ლაჩარმა განსაჯო სხვა ლაჩარი მხოლოდ იმიტომ
რომ დანარჩენ ლაჩრებს შორის უკეთესი ლაჩარი გამოჩნდე?!
მაგრამ მათი მთელი ეს ფარსი სწორედ ამაზეა აგებული...
ხალხის თბილად შემოგროვებაზე ირგვლილ რათა შემდეგ კვლავ მათ ზურგს ამოეფარონ
რომ არ ჩაქოლონ ჩემნაირმა
მათი თქმით "უღმერთოებმა"
მაგრამ არ ვაპირებ არავის ჩაქოლვას
ჩაქოლვას და ასე შემდეგ "ყალბი ქრისტიანები" უნერგავდენ საკუთარ შვილებს დაბადებიდანვე რათა სიმართლე ჩაექოლათ და არა ვინმე პიროვნება
მე მაინც ვფიქრობ და სადღაც გონების სიღრმეში მაქვს იმედი რომ სიმართლე
სიცოცხლეს განაგრძობს მათგან განსხვავებით
და ეს სიმართლე უნდა ატარონ ადამიანებმა რომლებიც ფიქრობენ არა დღევანდელ დღეზე არამედ ხვალ-ზე და ასე შემდეგ
ფიქრი მომავალზე უდრის სიყვარულს შენი ქვეყნისა და ასევე იმ ხალხის ვინც დღედაღამ შრომობს მაგრამ ამაოდ
რადგან მათი შრომის ოცდაათ პროცენტზე მეტი
დანარჩენი პოლიტიკოსების და რა თქმა უნდა მამაოთა ჯიბეში მიდის.
ხშირად გავულანძღივართ იმის გამო რომ ასე აშკარად ვსაუბრობდი ამ სირცხვილზე და მაკნინებდნენ ამ ყველაფრის გამო მაგრამ ამაზე პასუხების გაცემას არ ვაპირებ
ეს ილიამ მშვენივრად განუმარტა იმა თუ ამ დროისთვის უვიც ლუარსაბებსა და დარეჯანებს.
"ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართლისას ამბობს..
ჩვენს ცუდს არ მალავს , ეს ხომ ცხადი სიძულვილია?
ბრიყვნი ამბობენ… კარგი გული კი მაშინვე გრძნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია."
ხშირად გვხვდებიან სუფრაზე თუ ქუჩებში ადამიანები ვინც მუდამ იმას ჩაგვჩიჩინებენ რომ პატრიარქი რომ არა ახლა... ალბათ ხვდებით!
მე ასე არ ვფიქრობ რადგან პატრიარქმა რამდენიც გვიშველა იმაზე ოთხმაგად მეტი დაგვიშავა თავისი სასახლეებიან ჯიპებიანად
ყველა თქვენს მანქანაში თუ სახლში ვხედავ ერთ უბინაო ქართველ მოქალაქეს რომლის კუთვნილი ფულიც თქვენი აივნების შეღებვას დასჭირდა...
მძულხართ კვლავ და კვლავ და არასოდეს ავიტან ამ უსამართლობას
ხელს არასდროს ავწევ არავიზე ვფიცავ
მაგრამ სიტყვებს არ დავიშურებ რათა დავაფიქრო რამოდენიმე ქართველი და დავარწმუნო რომ თქვენ ხართ მუმლი
მუხა კი ჩვენ - საწყალი მოსახლება რომელიც ბევრჯერ მოატყუეს მაგრამ მაინც სიმართლეს ეძებს!
"ტაძრის მახლობლად
კვდებოდა ღმერთი
და მრევლი შიგნით
ითბობდა ხელებს"
"ტაძრის მახლობლად
კვდებოდა ღმერთი
და მრევლი შიგნით
ითბობდა ხელებს"

No comments:
Post a Comment