ვ.მ

Friday, February 10, 2017

მე ჩამოვგლიჯე დასისხლიანებული იესო ჯვრიდან!


მე ჩამოვგლიჯე დასისხლიანებული იესო ჯვრიდან
და რობერტ პლანტის კაშნეთი შევუხვიე ჭრილობა ჩვენ ვიმალებოდით მდინარე ტემზას ხიდის ქვეშ ვასმევდი მადი უოტერსის ბლუზს და ვეწეოდით კოლუმბიურ მარიხუანას "ბლუზი ჩვენი რელიგიაა" გიტარის სიმებით ამოვუკერე ყველა ჭრილობა მალკოლმ იანგის ჟღერადობით ამოვხიე ბიბლია და სპირტიანი ფურცლები დავაფინე ჭრილობაზე ჩვენ გადავრჩით ვცხოვრობდით წითელი ავტობუსების ქალაქში ერთ-ერთ მონაცრისფრო ქუჩაზე და გვწამდა ღმერთის დავდიოდით ბარში და მუდამ ორ სისხლიან მერის ვუკვეთავდით ვეცეკვებოდით ვნება შემორჩენილ ქალბატონებს და მათი ტანის რხევის ფონზე ვიწყებდით წირვას სექსის ეფექტით ვალაგებდით სიგარას თითებს შორის და კვამლმოკიდებული თვალებით ვწერდით ჯვარს ბოლო ნაფაზს ბიბლიის ნცვლად ვატარებდით ნარინჯისფერ წიგნაკებს და ვინიშნავდით ყველა სიამოვნებას კედლებზე მირონის ნაცვლად ჰაშიში გასდიოდათ ხატებს ხშირი ნაფაზებით ტუჩზე შერჩენილი ბოლო არომატით ცხოვრება ღამურის ფრთებივით მხოლოდ ღამით ირხეოდა და დილამოწყურებული თვალებით საღამო ხანს მივირთმევდით კაპუჩინოს წინა ღამეზე სასაუბროდ ვცხოვრობდით წითელი ავტობუსების ქალაქში ერთ-ერთ მონაცრისფრო ქუჩაზე და გვწამდა ღმერთის.


  • შოთა ადამია




No comments:

Post a Comment